"თუ სამყაროში ჯოჯოხეთი არსებობს, ის აზოვსტალშია" – მარიუპოლის მერის მრჩეველი

აზოვსტალს რუსი ოკუპანტები უწყვეტად ბომბავენ და თავს ესხმიან - ინფორმაციას მარიუპოლის მერის მრჩევლი, პეტრო ანდრიუშჩენკო, ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, საომარი მოქმედებები ქარხნის გალავნის შიგნით მიმდინარეობს.
"ამ დროისთვის, თუ სამყაროში ჯოჯოხეთი არსებობს, ის აზოვსტალშია... მარიუპოლში თავისუფლების ბოლო 11 კვადრატული კილომეტრი ჯოჯოხეთად იქცა“, - განაცხადა მერის მრჩეველმა.