რუსეთი მძიმე მდგომარეობაშია - ოკუპანტებმა ლუგანსკსა და დონეცკში ფრონტის ხაზი ვერ გაარღვიეს
რუსეთი მძიმე მდგომარეობაშია, ოკუპანტები ხერსონის და ნიკოლაევის სოფლებიდან გააძევეს. პუტინის არმიამ აღარ იცის, როგორ აღიდგინოს დაკარგული ძალები და ცდილობს, კიევის ჩრდილოეთით გადაყვანილი კოლონებით უკრაინას აიძულონ, ძალები აღმოსავლეთიდან ნელ-ნელა გაიყვანოს, თუმცა ეს რუსული გეგმაც უკვე გაშიფრულია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში ფრონტის ხაზის გარღვევის მცდელობებით "ვერავითარ წარმატებას" ვერ მიაღწიეს.
"ლიმანის, სევეროდონეცკისა და პოპასნაიას ტერიტორიაზე მტრის ქვედანაყოფები შეტევითი ოპერაციების ჩატარებას ცდილობენ, თუმცა წარუმატებლად". - წერია განცხადებაში.
უკრაინელმა მებრძოლებმა 24 საათის განმავლობაში ოკუპანტების 11 თავდასხმა მოიგერიეს.