რუსეთი 9 მაისს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღლუმის მოწყობას ვერ ახერხებს

9 მაისისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკში არ გაიმართება - ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული გამოცემა РИА Новости პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეზე, სერგეი კირიენკოზე, დაყრდნობით ავრცელებს.
დონეცკსა და ლუგანსკში გამარჯვების დღესთან დაკავშირებით აღლუმის ჩატარებას ამ ეტაპზე ვერ ვახერხებთ, თუმცა, ეს დრო მალე მოვა.- განაცხადა კირიენკომ.
აპრილის ბოლოს დონეცკის თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. ხელმძღვანელმა, დენის პუშილინმა, განაცხადა, რომ გამარჯვების დღესთან დაკავშირებით აღლუმი გადაიდო, რადგან არის დაბომბვის საშიშროება.
ამავდროულად, ოკუპანტები ემზადებიან, მარიუპოლში 9 მაისი აღნიშნონ. აგრესორებმა ქალაქში დადგეს რუსეთის მხარდაჭერის სიმბოლო-მოხუცი ქალი საბჭოთა კავშირის დროშით და ემზადებიან, მოაწყონ ტყვეების აღლუმი.
სახელმწიფო დამნაშავე გალინა დანილჩენკო, რომელიც საკუთარ თავს მარიუპოლის მერს უწოდებს, აცხადებს, რომ 9 მაისს ქალაქი მასშტაბური ღონისძიებისთვის ემზადება.