“საბჭოთა პერიოდის იარაღის მარაგი მცირდება, მაგრამ რუსული აგრესია არა" - დმიტრო კულება

“საბჭოთა პერიოდის იარაღის მარაგი მცირდება, მაგრამ რუსული აგრესია არა"- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაწერა. დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინელები თანამედროვე იარაღის გამოყენებას სწავლოებნ.
“საბჭოთა პერიოდის იარაღის მარაგი მცირდება, მაგრამ რუსული აგრესია არა. ამიტომ უკრაინა გადადის თანამედროვე აღჭურვილობაზე. ტრენინგი საჭიროა, მაგრამ ჩვენ სწრაფად ვსწავლობთ. სინამდვილეში, ჩვენ ვსწავლობთ თანამედროვე იარაღის გამოყენებას უფრო სწრაფად, ვიდრე ზოგიერთ მთავრობას სჭირდება მათი მოწოდების გადაწყვეტილების მიღება” - დაწერა უკრაინელმა მაღალჩინოსნმა.