ბირთვული იარაღის გამოყენება დაუშვებელია - ლუკაშენკო პუტინის წინააღმდეგ?!

05.05.22 15:45
ბირთვული იარაღის გამოყენება დაუშვებელია - ლუკაშენკო პუტინის წინააღმდეგ?!

ბელორუსის ლიდერი პუტინის წინააღმდეგ განცხადებას აკეთებს -ალექსანდრ რულაშენკო აცხადებს, რომ რუსეთმა ბირთვული იარაღი არ უნდა გამოიყენოს. 

ამის პარალალურად, ლუკაშენკო ხელს ვაშინგტონისკენ იშვერს და ამტკიცებს, რომ  უკრაინას არა ზელენსკი, არამედ, ამერიკული მხარე მართავს. 

ბირთვული იარაღის გამოყენება დაუშვებელია, რადგან ის ჩვენთან ახლოსაა. ჩვენ აქ ვართ და არა ოკეანის მიღმა, როგორც შეერთებული შტატები. ვინ იცის ბირთვულ იარაღს რა შეუძლია?! ამიტომ მისი გამოყენება მიუღებელია. აქვს თუ არა რუსეთს ამის უნარი, ეს კითხვა რუსეთის ხელისუფლებას ეკუთვნის. ვლადიმერ პუტინს დიდი ალბათობით არ სურს "ნატოსთან" გლობალური დაპირისპირება. ყველაფერი გააკეთეთ, რომ ეს არ მოხდეს.

ზელენსკი არ არის ის, ვინც უკრაინას მართავს. თუ ბაიდენი იტყვის - ბიჭებო, ვუჩხუბეთ და გვეყო, გავჩერდით, მაშინ ყველაფედრი ერთ კვირაში მორჩება"- აღნიშნა ლუკაშენკომ. 

მსგავსი სიახლეები