აზოვსტალში შესული ოკუპანტები ჩვენმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს - არისტივიჩი

05.05.22 16:46
აზოვსტალში შესული ოკუპანტები ჩვენმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს - არისტივიჩი

მარიუპოლის მცველებმა აზოვსტალის ქარხანაზე ოკუპანტების შტურმი მოიგერიეს - ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა გაავრცელა. 

"შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გუშინ რუსული ჯარები შევიდნენ აზოვსტალის ტერიტორიაზე და ჩვენმა დამცველებმა უკუაგდეს" - უთხრა მედიას არისტოვიჩმა და დასძინა, რომ ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა “შეიძლება ითქვას, რომ ბრძოლები მიმდინარეობს, ყველა სხვა ინფორმაცია ზუსტდება”.