იზრუნეთ ჯარისკაცებზე, რომლებიც საშინელი ტანჯვით იხოცებიან - აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე ზელენკის
აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე, სვიატოსლავ პალამარი, მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, სამოქალაქო პირებისა და დაჭრილი სამხედროების ევაკუაცას სთხოვს.
პალამარის მიმართვის ადრესატები მსოფლიო თანამეგობრობაცაა:
მოვუწოდებთ მსოფლიო თანამეგობრობას მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისკენ, პირადად მივმართავთ უზენაეს მთავარსარდალს, იზრუნოს დაჭრილ ჯარისკეცებზე, რომლებიც საშინელი ტანჯვით იხოცებიან სათანადო მკურნალობის არქონის გამო.
მოგვეცით საშუალება, გადავასვენოთ მებრძოლების ცხედრები, რათა უკრაინელებმა შეძლონ საკუთარ გმირებთან გამომშვიდებება. შესაბამისად უპასუხეთ იმ კრიტიკულ სიტუაციას, სადაც მტერი არ იცავს არანაირ ეთიკურ ნორმას, კონვენციასა თუ კანონს, მსოფლიოს თვალწინ ანადგურებს ადამიანებს," - აცხადებს მარიუპოლის მცველი.