რუსმა აგრესორებმა უკრაინაში მართლმადიდებლური ტაძარი კვლავ დაბომბეს

05.05.22 17:53
რუსმა აგრესორებმა უკრაინაში მართლმადიდებლური ტაძარი კვლავ დაბომბეს

7 ადამიანი დაიჭრა რუსი ოკუპანტების მიერ სვიატოგორსკის ტაძრის დაცხრილვის შედეგად. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ადასტურებს.

დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა ავიაიერიში მიიტანეს კრამატორის რაიონის ქალაქ სვიატოგორსკზე. აგრესორების სამიზნის ქვეშ მოჰყვა უსპენსკის ლავრა, სადაც თავს აფარებდა რუსების აგრესიას გამოქცეული 300 ლტოლვილი, მათ შორის, 50 ბავშვი.

დაბომბვის შედეგად ტაძრის შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა, დაიჭრა მასში მყოფი ხალხი.

 

მსგავსი სიახლეები