უკრაინა, რაც შეიძლება მალე უნდა შევიდეს ევროკავშირში - ზელენსკის მიმართვა

უკრაინა, რაც შეიძლება მალე უნდა შევიდეს ევროკავშირში - განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვარშავაში გამართულ დონორების საერთაშორისო კონფერენციაზე ვირტუალურად სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი ამბობს, რომ "უკრაინას კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს ახლავე, ომის პირობებში და ევროკავშირის ამ წევრობის მოსაპოვებლად სპეციალური შემცირებული პროცედურის გათვალისწინებით".
მისი თქმით, რუსეთის თავდასხმა იყო იერიშის მიტანა ევროპის ერთიანობაზე.
„რუსეთის თავდასხმა იყო იერიშის მიტანა ევროპის ერთიანობაზე. ამიტომ, მეტად გაერთიანება იქნება ძლიერი პასუხი. სწორედ ამიტომ უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში უნდა იყოს აბსოლუტური სინამდვილე და პრაქტიკული ნაბიჯები, ნაცვლად დაპირებებისა და სამომავლო პერსპექტივებისა“, - განაცხადა ზელენსკიმ.