ევაკუაციის მე-3 ტალღა - მარიუპოლიდან კიდევ 500-მდე მშვიდობიანი მოქალაქე გაიყვანეს

მარიუპოლიდან და „აზოვსტალიდან“ 500-მდე ადამიანი ევაკუაცია მოხერხდა. ინფორმაცისა პრეზიდენტის ოფისის წრამომდგენელი ანდრეი ერმაკი ავრცელებს.
ჩავატარეთ რთული ოპერაცია მარიუპოლსა და „აზოვსტალიდან“ ადამიანების ევაკუაციისთვის. შემიძლია ვთქვა, რომ 500-მდე მშვიდობიანი მოქალაქის გამოყვანა შევძელით. უკრაინა მშვიდობიანი მოქალაქეების და სამხედროების გადასარჩენად ყველაფერს გააკეთებს. მადლობა პრეზიდენტის ოფისს დამხრებისთვის. ამ წუთებში „აზოვსტალიდაბ“ ჩვენი ხალხის გადარჩენის მომდევნო ეტაპი ხორციელდება, - წერს ერმაკი.
შეგახსენებთ, რომ მარიუპოლის მოსახლეობის ევაკუაციის პირველი ტალღა 1 მაისს დაიწყო. მის ფარგლებში 100-მა ადამიანმა დანგრეული ქალაქი დატოვა და უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერირიტორიაზე გადავიდა. ევაკუაციის მეორე ტალღა ბლოკირებული ქალაქიდან 2 მაისს განხორციელდა, თუმცა 14 ავტობუსიდან, დანიშნულების ადგილზე, ზაპოროჟიეში მხოლოდ 3 ჩავიდა.