მარიუპოლიდან საოკუპაციო ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი გავიდა - პენტაგონი

06.05.22 10:46
მარიუპოლიდან საოკუპაციო ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი გავიდა - პენტაგონი

რუსეთმა მარიუპოლიდან ძირითადი ძალები გაიყვანა. ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა ჯონ ქირბიმ განაცხადა.

საერთო ჯამში, ჩვენი შეფასებით, რუსეთის სახმელეთო ძალების დიდმა ნაწილმა, რომლებიც მარიუპოლში იყვნენ, უკან დაიხია და ჩრდილოეთისკენ გადაინაცვლა, - განაცხადა ქირბიმ. 

ამ დროისათვის ბლოკირებულ ქალაქში რუსეთი ჯარების მცირე ნაწილია დარჩენილი, თუმცა ოკუპანტები მარიუპოლს ისევ უტევენ. ქალაქსა და მის შემოგარენზე და ასევე, "აზოვსტალზე" რუს სამხედროებს საარტილერიო და საავიაციო იერიშები მიაქავთ. 

"აზოვის" პოლკის მეთაური აცხადებს, რომ ქარხნის ტერიტორიაზე მძიმე ვითარებაა და სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ უკვე მეორე დღეა, რაც ოკუპანტები ფოლადის ქარხანას შეიჭრნენ.