"გთხოვთ, დაასრულეთ ეს კოშმარი" - "აზოვის" ექიმი თურქეთს დახმარების თხოვნით მიმართავს
"აზოვის" ექიმი თურქეთს დახმარების თხოვნით მიმართავს. მედიკოსი თურქეთის პრეზიდენტს მოუწოდებს ბლოკირებული ქარხნიდან მოქალაქეების და სამხედროების გაყვანაში დაეხმაროს. მისი თქმით, "აზოსვტალის" ქარხანაში სამედიცინო რესურსებიც ეწურებათ და დჭრილების გადარჩენას ვეღარ ახერხებენ.
არ მახსოვს ომის მერამდენე დღეა. ხალხი კვდება, ზოგი ტყვიისგან, ზოგი შიმშლით, ზოგს მედიკამენტები არ ჰყოფნის. საშინელ ვითარებაში არიან. არ ვიცი დადგება თუ არა ჩვენთვის ხვალინდელი დღე. დრო არ გვაქვს, მე ყირინელი თათარი ვარ, მუსლიმი. რუსეთის შემოჭრამდე სამედიცინო განათლება მივიღე. ახლა ხალხს სამედიცინო დახმარეაბს ვუწევ. ომამდე სიკვდილი არასდროს მინახავს. ახლა ძალიან მტკივა. როედსაც ხედავ, რომ ხალხი კვდება უბრალოდ ანტიბიოტიკების დანაკლისის გამო. ჩვენ მუდმივად გვბობავდენ საჰაერო იერიშებით ზღვიდან და ხმელეთიდან. გთხოვთ, განახორციელოთ „აზოვსტალიდან“ ყველა მოქალაქის გაყვანის პროცესი, მათ შორის, სამხედროების. დაასრულეთ ეს კოშმარი თქვენაგ სულ რაღაც 263 კმ-ში ხალხს ანადგურებენ სმხოლოდ იმის გამო, რომ ისინი სამშობლოს მიწას იცავენ, ბავშვებსა და ქალებს. ჩვენ არავის დავსხმივართ თავს. უკრაინასა და თურქეთს ყოველთვის ჰქონდათ მჭიდრო ურთიერთობა. თქვენს ქვეყანას რეგიონში დიდი წონა აქვს. ჩვენ უკვე აღარ ვიცით ვის მივმართოთ და პირადად თქვენ მოგმართავთ, - ამბობს უკრაინელი სამხედრო.
რუსი სამხედროები "აზოვსტალზე" იერიშების მიტანას განაგრძობენ. მტერი ფოლადის ქარხანს საჰაერო და საარტილიერო სისტემებიდან ბომბავს. სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობს ქარხნის შიდა პერიმეტრზეც, სადაც მტერი ორი დღის წინ შეიჭრა. ინტენსიური ცეცხლის პირობებში "აზოველი" მებრძოლები თავდაცვას ინარჩუნებენ.