"აზოვის" პოლკის გადასარჩენად ყველაფერს ვაკეთებთ - ზელენსკი

06.05.22 11:26
"აზოვის" პოლკის გადასარჩენად ყველაფერს ვაკეთებთ - ზელენსკი

ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ვიპოვოთ გამოსავალი სამხედროების გადასარჩენად, - უკრაინის პრეზიდენტი "აზოვის" პოლკს დახმარებას ჰპირდება. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ურკაინის მთავრობა  მარიუპოლში ჩარჩენილი ადამიანების უსაფრხთოებისთვის გამოსავლის პოვნას ცდილობს. 

ქალები და ბავშვები ჯერ კიდევ  არიან. წარმოიდგინეთ ჯოჯოხეთი: 2 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მუდმივი დაბომბვა, დაბომბვა და სიკვდილი ადგილზე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ვიპოვოთ გამოსავალი სამხედროების გადასარჩენად, რომლებიც მარიუპოლს იცავენ. ადგილზე რჩებიან სხვადასხვა ქვედანაყოფები. ბევრი დაჭრილი გვყავს, მაგრამ არ ნებდებიან. ჩვენ ვცდილობთ ვოპოვოთ გამოსავალი ამ ხალხის უსაფრთხოებისთვის, - ამბობს ზელენსკი.

მსგავსი სიახლეები