მზადება 9 მაისისთვის - რუსი სამხედროები ქალაქს ნანგრევებისგან და ნაგვისგან ასუფთავებენ

პუტინის გეგმა - მარიუპოლში 9 მაისისთვის მზადება მიმდინარეობს. რუსი სამხედროები ქალაქს ნანგრევებისგან და ნაგვისგან ასუფთავებენ, აწესრიგებენ სკვერებს და შენობებს.
ჩვენ ვეხმარებით ამ ჰუმანიტარულ მისიაში პარკებისა და ძეგლების აღდგენაში, რათა 9 მაისამდე ყველაფერი დასუფთავდეს და მარიუპოლის მოსახლეობამ შეძლოს ამ დღესასწაულის აღნიშვნა. პარკშ ახლა ვეკტებთ გემს, რომელიც ჩემს უკან დგას. პარკის დასაწყისშ აღადგინეს ფაშიზმის მსხვერპლთა მემორიალი და მოხატეს სკამები. ასევე, დაიდგა ბებიას ქანდაკება, რომელიც ჯარისკაცებს გამარჯვების დროშ შეხვდება, - ამბობს რუსი სამხედრო.
რუსი სამხედროები "აზოვსტალზე" იერიშების მიტანას განაგრძობენ. მტერი ფოლადის ქარხანს საჰაერო და საარტილიერო სისტემებიდან ბომბავს. სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობს ქარხნის შიდა პერიმეტრზეც, სადაც მტერი ორი დღის წინ შეიჭრა. ინტენსიური ცეცხლის პირობებში "აზოველი" მებრძოლები თავდაცვას ინარჩუნებენ.