არ მეგონა, თუ ეს სპეცოპერაცია ასე გაიწელებოდა - ლუკაშენკო

06.05.22 12:00
არ მეგონა, თუ ეს სპეცოპერაცია ასე გაიწელებოდა - ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო პირდაპირ ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი გაიწელა. მისი თქმით, უკრაინა, რომლის ტერიტორიაზეც ომი მიმდინარეობს,  რუსთთან მოლაპარაკებებით დაინტერესებული უნდა იყოს. 

რას სთავაზობს რუსეთი უკრაინას, მაგრამ უკრაინა, რომლის ტერიტორიაზე, ფაქტობრივად, ომი მიმდინარეობს, საომარი მოქმედებები, ხალხი იხოცება, უკრაინა რატომ არ არის დაინტერესებული ამ მოლაპარაკებებით? კიდევ ერთი შეკითხვა, თუცმა ამ შეკითხვაზე პასუხის პოვნა ვაშნგტონში შეიძლება. სიმართლე რომ ვთქვა, არ მეგონა, რომ ეს ოპერაცია ასე გაიწელებოდა. ამ პრობლემაში იმდენად ღრმად ჩახედული არ ვარ, რომ  ვთქვა, მისდით თუ არა რუსებს გეგმის მიხედვით საქმე. როგორც ამბობენ, თუ საქმე ისეა, როგორც მე ვგრძნობ, კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, ვგრძნობ, რომ ოპერაცია გაიწელა, - ამბობს ლუკაშენკო.

მსგავსი სიახლეები