"იძულებით წამომიყვანეს" - ოკუპანტები ომში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს უშვებენ

06.05.22 13:37
"იძულებით წამომიყვანეს" - ოკუპანტები ომში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს უშვებენ

მძიმე ბრძოლების ეპიცენტრში, ხარკოვში ოკუპანტებმა საბრძოლველად დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდები  წაიყვანეს. ტყვედ ჩავარდნილი ახალგაზრდები უკრაინულ შეიარაღებულ ძალებთან ყვებიან, რომ რუსეთმა ისინი საბრძოლველად იძულებით გაუშვა. 

დოკუმენტებს არ გვაძლევენ, ლუგანსკში წაგვიყვანეს, მერე აქ ჩამოგვსვეს. ჩემთვის უკრაინა იყო და იქნება სამშობლო. ომში, აქ ჩემით არ ჩამოვსულვარ. იძულებით წამომიყვანეს, ყველა ასე მოჰყავთ. ფაშისტები არიან ვინც ომი წამოიწყო, - ამბობს ტყვედ ჩავარდნილი.