რუსეთს აქვს განზრახვა, 9 მაისს გამოაცხადოს სრულფასოვანი ომი - უკრაინის პრემიერი

06.05.22 13:57
 რუსეთს აქვს განზრახვა, 9 მაისს გამოაცხადოს სრულფასოვანი ომი - უკრაინის პრემიერი

რუსეთმა შესაძლოა,  უკრაიანას ომი ოფიციალურად 9 მაისს გამოუცხაოს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი აცხადებს. დენის შმიგალი ამბობს, რომ ამგვარი სცენარი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ რუსეთმა ომი მთელ ცივიზილებულ სამყაროს გამოუცხადა. მისი თქმით, უკრაინა საკუთარ თავისუფლებას და ტერიტორიას ბოლომდე დაიცავს. 

პარტნიორი სადაზვერვო სამსახურების ცნობით, რუსეთს აქვს განზრახვა, 9 მაისს გამოაცხადოს სრულფასოვანი ომი. ასეთი შესაძლებლობები განიხილება უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში. ვნახოთ, მოხდება თუ არა ეს. თუ სცენარი ასეთი მიმართულებით განვითარდება, ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ რუსეთმა ომი გამოუცხადა ცივილიზებულ დემოკრატიულ სამყაროს. უკრაინა დაიცავს თვაის თავისუფლებას, ტერიტორია, სუვერენიტეტს, ჩვენი ოჯახების სიცოცხლეს და ჩვენს მიწას. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ვიბრძოლებთ ოკუპანტთან სრულ გამარჯვებამდე, - განაცხადა შმიგალმა.