ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკის ხელმძღვანელობა უკრაინელებს აიძულებს, მათი მოქალაქეობა მიიღონ
ოკუპირებული ლუგანსკის ადმინისტრაცია უკრაინის მოქალაქეებს აიძულებს, მიიღონ ე.წ. რესპუბლიკის მოქალაქეობა. ინფორმაციას უკრაინის უშიშროების სამსახური ავრცელებს.
უშიშროების სამსახურის განმარტებით, უკრაინის მოქალაქეები, რომლებმაც დაკარგეს სახლი და ქონება, იძულებული ხდებიან, დათანხმდნენ ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკის ხელმძღვანელთა მოთხოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ვერ მიიღებენ ვერც პროდუქტს და ვერც სამედიცინო დახმარებას.
უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, მოქალაქეებთან ტარდება ე.წ. პროფილაქტიკური საუბრები. იმ შემთხვეაში კი, თუ ისინი მოქალაქეობას არ დათანხმდებიან, მათ მიმართ რეპრესიები იწყება.