რუსეთმა ზაპოროჟიეში ავიაციისა და არტილერიის აქტიურად გამოყენება დაიწყო

06.05.22 15:09
რუსეთმა ზაპოროჟიეში ავიაციისა და არტილერიის აქტიურად გამოყენება დაიწყო

რუსმა აგრესორებმა ზაპოროჟიეში სარაკეტო და ავიადარტყმების აქტიურად გამოყენება დაიწყეს, კერძოდ კი ქალაქებში, გულიაპოლი და ორეხოვო. ინფორმაციას ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი ივან არეფეევი, ავრცელებს.

ბოლო დრომდე ზაპოროჟიეში მტერი აქტიურ საბრძოლო ქმედებებს არ აწარმოებდა, თუმცა, ახორციელებდა საარტილერიო დარტყმებს, რათა ჩვენი ჯარების გადაადგილება შეეზღუდა და ჩვენი საცეცხლე წერტილები გაენადგურებინა. თუმცა დღეს 11 საათზე მტერმა დაიწყო აქტიური სავიაციო და საარტილერიო შეტევები და ანადგურებს ორეხოვოს ინფრასტრუქტურას.- განაცხადა ივან არეფეევმა.

პოლკოვნიკ არეფეევის ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე ატომური ელექტროსადგურის ხელმძღვანელობას რუსებმა მათ მიერ დაპყრობილი ენერგოდარის დატოვება აუკრძალეს.

 

მსგავსი სიახლეები