რუსეთი უკან იხევს - კრემლი ირწმუნება, რომ ატომური იარაღის გამოყენებას არ გეგმავს

რუსეთი ირწმუნება, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას არ გეგმავს. ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინმისტროს სპიკერი ამბობს, რომ ატომური იარაღის გამოყენება უკრაინაში მიმდინარე "სპეცოპერაციის" ფარგლებში მიუღებელია.
ჩვენ არა ერთხელ მოგვიწია უარყოფა იმ ინსტიტუციების, რომელიც რუსეთის მხრიდან უკრაინაში სპეცოპერაციის მიმდინარეობის ფარგლებში ბირთვული იარაღის გამოყენების სავარაუდო შესაძლებლობას ეხება. ეს წინასწარ განზრახული სიცრუეა. რუსეთი მტკიცედ დაიცავს პრინციპს, რომლის შესაბამისადაც ბირთვულ ომში არ შეიძლება იყოს გამარჯვებული და ის არც უნდა იყოს გაჩაღებული, ატომური იარაღის შესაძლო გამოყენების სცენარები მკაფიოდ არის გაწერილი რუსულ დოქტრინალურ დოკუმენტებში. ისინი მიუღებელია იმ ამოცანების რეალიზებისთვის, რომელიც უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციისას არის დასახული, - განაცხადა საგარეო უწყების სპიკერმა.