"გვინდა, რომ უკრაინამ ეს ომი მოიგოს" - ევროკავშირი რუსეთს სანქციების ახალ პაკეტს დაუწესებს

06.05.22 15:46
"გვინდა, რომ უკრაინამ ეს ომი მოიგოს" - ევროკავშირი რუსეთს სანქციების ახალ პაკეტს დაუწესებს

ევროკავშირის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობს. ამასთან, ევროკავშირის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში  ევროპამ რუსულ ნავთობზე ემბარგო უნდა დააწესოს და ოკუპანტი ქვეყნის დაფინანსება შეწყვიტოს. 

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მივიღებთ სანქციების ახალ პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ. თუ ამას ერთი დღით მეტი დასჭირდება, დასჭირდეს, მაგრამ ჩვენ სწორი მიმართუკ~ლებით მივდივართ.  რუსეთი აღარ არის სანდო პარტნიორი ევროკავშირისთვის. რუსულ ნავთობაზე ემბარგოს დაწესება მარტივი არ იქნება, თუმცა ღირებულებებიდან გამომდინარე, გრძელვადიან პერსპექტივაში ევროკავშირმა რუსეთისთვის ფულის გადარიცხვა უნდა  შეწყვიტოს. ევროკავშირის ადგილი უკრაინის გვერდითაა. ჩვენ გვინდა, რომ უკრაინამ ეს ომი მოიგოს, - განაცხადეს ევროკავშირში.