რუსეთმა პირობა ისევ დაარღვია - ოკუპანტებმა მარიუპოლში საევაკუაციო ავტობუსი დაბომბეს

06.05.22 16:33
რუსეთმა პირობა ისევ დაარღვია - ოკუპანტებმა მარიუპოლში საევაკუაციო ავტობუსი დაბომბეს

ოკუპანტებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პირობა ისევ დაარღვიეს - "აზოვსტალიდან" ადამიანების ევაკუაცია ჩაიშალა. აგრესორებმა ის ავტობუსი დაბომბეს, რომლითაც მწვანე დერეფნით მშვიდობიანი მოქალაქეები უნდა გაეყვანათ. ინფორმაციას "აზოვის" პოლკი ავრცელებს.

ეს ავტობუსი ქარხნის ტერიტორიიდან მოქალაქეების გამოსაყვანად მიემართებოდა. დაბომბვის შედეგად 1 მებრძოლი დაიღუპა, კიდევ 6 კი დაშავდა. მტერი ყველა პირობას არღვევს, მოქალაქეების ევაკუაციისთვის უსაფრთხოების გარანტიებს არ იცავს, - იუწყება "აზოვი". 

"აზოვის" პოლკის მეთაური აცხადებს, რომ ქარხნის ტერიტორიაზე მძიმე ვითარებაა და სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ უკვე მეორე დღეა, რაც ოკუპანტები ფოლადის ქარხანას შეიჭრნენ.