მტრის დანაკარგები ხარკოვთან სულ უფრო იზრდება- ოლეგ სინოგუბოვი

06.05.22 17:26
მტრის დანაკარგები ხარკოვთან სულ უფრო იზრდება- ოლეგ სინოგუბოვი

რუსი აგრესორები აგრძელებენ ქალაქ ხარკოვის და მისი შემოგარენის დაბომბვას. ნანგრევებში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, უკვე დადასტურდა ინფორმაცია ერთი გარდაცვლილის შესახებ. 

ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ სინოგუბოვის, ინფორმაციით, მტრის დანაკარგები ყოველდღიურად იზრდება.

რუსული ჯარები აგრძელებენ ხარკოვის დაბომბვას. ოკუპანტები ისვრიან რაკეტებს და იყენებენ არტილერიას. ქუჩაში ყოფნა სახიფათოა. ბრძოლები ბარვენკოვოს მიმართულებით გრძელდება. ყველაზე ცხელი წერტილი იზიუმია, სადაც მტერი ცდილობს უკრაინის პოზიციებზე შეტევას, თუმცა, მისი დანაკარგები სულ უფრი იზრდება და წარმატებებიც არ აქვს- განაცხადა ოლეგ სინეგუბოვმა.

 

მსგავსი სიახლეები