ვერავითარი სანქციები რუსეთის ხელისუფლების ნებას ვერ შეცვლის - ლავროვი

06.05.22 17:10
ვერავითარი სანქციები რუსეთის ხელისუფლების ნებას ვერ შეცვლის - ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ დასავლეთის სანქციები რუსეთის მიზანს ვერ შეცვლის. სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთს აქვს ლეგიტიმური ინტერესი, დაიცვას საკუთარი უსაფრთხოება. 

ვერავითარი სასჯელი ან სანქციები ვერ დაარღვევს ჩვენი ხალხის, რუსეთის ხელმძღვანელობის ნებას, რომელიც მიზნად ისახავს დაიცვას ისტორიული ჭეშმარიტება, რუსეთის ფედერაციის ლეგიტიმური ინტერესები და თავიდან აიცილოს პირდაპირი საფრთხე ჩვენს უსაფრთხოებაზე. ჩვენი კულტურა, ისტორია, ყველაფერი ახლა სასწორზე დევს. სასწორზე დგას მსოფლიო მომავალის, როგორი იქნება სამყარო. უნიპოლარული აშშ-ს სრული მბრძანებლობის ქვეშ როგორც ეს ვაშინგტონს სურს და დასავლური ქვეყნებიც ეგუებიან თუ სამართლიანი და დემოკრატიული, - განაცხადა ლავროვმა. 

 

მსგავსი სიახლეები