რუსეთი უკრაინაში განმეორებად, დამანგრეველ და მასშტაბურ დანაშაულებს ჩადის - Amnesty International

06.05.22 17:37
რუსეთი უკრაინაში განმეორებად, დამანგრეველ და მასშტაბურ დანაშაულებს ჩადის - Amnesty International

რუსეთი ომის დანაშაულებს ყოველდღიურად ჩადის. - ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის ინფორმაციით, არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომ რუსულმა ჯარმა ჩაიდინა არაერთი დანაშაული, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა, სიკვდილით დასჯა, წამება. მათ შორის, საუბარია კიევის სემოგარენში განხორციელებულ ომის დანაშაულებებზე. 

იშვიათი ისტორიული შემთხვევაც კია, როცა Amnesty International გმობს რუსეთის მიერ უკანონოდ ძალის გამოყენებას, აგრესიის აქტს და საერთაშორისო დანაშაულებებს ასე აღიარებს. არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ რუსულმა ჯარებმა ჩაიდინეს ომის დანაშაული, მათ შორის, მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილით დასჯა, როცა მათ უკრაინის დედაქალაქთან თებერვალსა და მარტში ტერიტორია დაიკავეს. 

აკრძალული იარაღის გამოყენება, თავდასხმა მოსახლეობაზე, მკვლელობა, ალყაში მოქცეულ ადამიანებზე ძალადობა - ეს დანაშაულია, ეს შეთხვევითობა არ არის. ეს არის გზა, რომელიც რუსეთს საომარი მოქმედებების დროს ახასიათებს. 

განმეორებადი, დამანგრეველი და მასშტაბური დანაშაულია- განაცხადა  Amnesty International-ის წარმომადგენელმა.

მსგავსი სიახლეები