ვმუშაობთ დიპლომატიური საშუალებებით „აზოვსტალში“ მყოფი ჩვენი სამხედროების გადარჩენისთვის - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დიპლომატიური საშუალებებით მიმდინარეობს მუშაობა, რათა „აზოვსტალში" დარჩენილი ჯარისკაცების გამოყვანა მოხდეს. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ჩვენ, გაეროსა და „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის შუამავლობით, მარიუპოლიდან, „აზოვსტალიდან" ევაკუაციის მისიას ვაგრძელებთ. დღის განმავლობაში ჩვენმა გუნდმა 40-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის - ქალებისა და ბავშვების გადარჩენა დააორგანიზა. ვიმედოვნებთ, რომ მალე ისინი ორთვიანი დაბომბვების შემდეგ, უსაფრთხო ადგილას ჩავლენ.ჩვენ ასევე ვმუშაობთ დიპლომატიური საშუალებებით ჩვენი სამხედროების გადარჩენისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ აზოვსტალში რჩებიან. გავლენიანი შუამავლები და სახელმწიფოები ჩართული არიან", - განაცხადა ზელენსკიმ.