გათავისუფლებულია 5 დასახლება, ჩვენი ძალები წარმატებით მიიწევენ ხარკოვის ჩრდილოეთით - არესტოვიჩი

07.05.22 12:02
გათავისუფლებულია 5 დასახლება, ჩვენი ძალები წარმატებით მიიწევენ ხარკოვის ჩრდილოეთით - არესტოვიჩი

უკნაინელები წარმატებას აღწევენ ხარკოვში. როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი ამბობს, გათავისუფლებულია ხარკოვის ხუთი დასახლება და უკრაინული არმია პოზიციების გამყარება სჩრდილოეთით ცდილობს. არესტოვიჩი ასევე ამბობს, რომ რთული ვითარებაა სევეროდონეცკსა და რუბიჟნეში, სადაც აფეთქებები არ წყდება.     

სევეროდონეცკი პირდაპირი საფრთხის ქვეშაა, რუბიჟნე - ძლიერი საფრთხის, ჩვენი ძალები წარმატებით მიიწევენ ხარკოვის ჩრდილოეთით, გაათავისუფლეს ერთი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე დასახლება. ოკუპანტებს ართმევენ საბრძოლო ტექნიკასაც. ეს კონტრშეტევაა, ისინი ტაქტიკური ხასიათისა, მაგრამ როდესაც ტაქტიკური მოქმედებები გროვდება, ისინი მოქმედებისკენ მიდრეკილნი არიან", - ამბობს არისტოვიჩი. 

მსგავსი სიახლეები