იენს სტოლტენბერგი რუსეთს აფრთხილებს, უკრაინაში ბირთვული იარაღი არ გამოიყენოს

07.05.22 13:18
იენს სტოლტენბერგი რუსეთს აფრთხილებს, უკრაინაში ბირთვული იარაღი არ გამოიყენოს

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთის ფედერაციას აფრთხილებს უკრაინაში ბირთვული იარაღი არ გამოიყენოს, - ამის შესახებ სტოლტენბერგმა გაზეთ Welt am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით,  უახლოეს მომავალში უკრიანაში ომი უფრო მწვავე ფაზაში გადავა, რისთვისაც უკრაინას ახალი შეიარაღება დასჭირდება.

ჩვენი გზავნილი ცალსახაა: ბირთვული იარაღის გამოყენება გამოიწვევს მდგომარეობას, როდესაც ყველა მხარე მხოლოდ დამარცხებული იქნება. ატომური ომის წარმოება დაუშვებელია, მათ შორის რუსეთისთვის.

გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინა ვერ დაიცავს თავს მხოლოდ საბჭოთა პერიოდის იარაღით, ის უნდა გადავიდეს თანამედროვე დასავლურ იარაღზე“, -განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.