უკრაინაში ჩრდილოეთ ოსეთის მკვიდრი, ვიცე-პოლკოვნიკი ფეზულ ბიჭიკაევი მოკლეს

რუსეთის არმიის ვიცე-პოლკოვნიკის, ფეზულ ბიჭიკაევის ლიკვიდირებულია - მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
36 წლის ვიცე-პოლკოვნიკი ბიჭიკაევი უკრაინასთან ომში მონაწილე რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი პოლკის მეთაურის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ბიჭიკაევი 2 მაისს უკრაინის ერთ-ერთ ფრონტზე მოკლეს.
ადგილობრივი მედია წერს, რომ ჩრდილოეთ ოსეთის მკვიდრი სამხედრო მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა, მას ტყვია მოხვდა.
გარდაცვალების დღეს, მიუხედავად მაღალი თანამდებობისა, პირადად ხელმძღვანელობდა მზვერავებს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საბრძოლო დავალების შესასრულებლად", - წერს ოსური მედია