გერმანია უკრაინას მნიშვნელოვან შეიარაღებას აწვდის

07.05.22 16:07
გერმანია უკრაინას მნიშვნელოვან შეიარაღებას აწვდის

გერმანია უკრაინას მნიშვნელოვან შეიარაღებას აწვდის. საუბარია შვიდ თვითმავალ საარტილერიო დანადგარ "პანცერჰაუბიც 2 000-ზე". გერმანიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საუბარია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე საარტილერიო სისტემაზე, რომლის სიძლიერე სიზუსტესა და შორ მანძილზე ბრძოლის უნარში მდგომარეობს. საარტილერიო დანადგარს სროლა 40 კილომეტრის სიშორეზე შეუძლია. გერმანული მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის საარტილერიო სისტემები ტექნიკურ შემოწმებას გადის და მათი მიწოდება უკრაინისთვის შემდეგ თვეში მოხდება.

 ჩვენ გავაგრძელებთ ამ სოლიდარობას უკრაინის მიმართ, რომელიც სასტიკ აგრესიულ ომშია ჩაბმული,   ასე მამაცურად და ასე წარმატებულად იბრძვის. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ,   რომ ის შეძლებს ბრძოლას ჰაუბიცა 2000-ით. მომავალი კვირიდან გერმანიაში ჩატარდება სწავლება ამ ჰაუბიცების გამოყენებაზეე. შესაბამისად, სულ თორმეტი - ხუთი ჰოლანდიური და შვიდი გერმანული სისტემა - დაეხმარება  უკრაინას ამ გაბედულ ბრძოლაში. და ჩვენთვის, როგორც გერმანიისთვის, მნიშვნელოვანია, ვიმოქმედოთ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, ვიმოქმედოთ კოორდინირებულად, მხარი დავუჭიროთ უკრაინას ბრძოლაში“, - ამბობს გერმანიის თავდაცვის მინისტრი კრისტინ ლამბრეხტი.

მსგავსი სიახლეები