ცხელი წერტილი ლუგანსკია - სკოლაზე ავიაიერიშის შედეგად, სავარაუდოდ, 60 ადამიანი დაიღუპა

08.05.22 09:18
ცხელი წერტილი ლუგანსკია - სკოლაზე ავიაიერიშის შედეგად, სავარაუდოდ, 60 ადამიანი დაიღუპა

ცხელ წერტლად ისევ ლუგანსკი რჩება. ოკუპანტებმა ქალაქ ბელოგოროვკაში სკოლა დაბომბეს. წინასწარი მოცემემებით დაღუპული 60 ადამიანი. ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.

სერგეი გაიდაის თქმით, ნანგრევებიდან 30 ადამიანის ამოყვანა მოხერხდა, 7 მათგანს მძმე დაზიანებები აქვს. 

7 მაისს ბელოგოროვკაში რუსების ავიაიერიშების შედეგად  სკოლასა და კულტურის სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის ლიკვიდირებას 4 საათში მოხერხდა, შემდეგ შემთხვევის ადგილის ნანგრევებისგან გაწმენეს. სამწუხაროდ. 2 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. სავარაუდოდ, ნანგრევებში ქვეშ დარჩენილი კიდევ 60 ადამაინი დაღუპულია, - აცხადებს გაიდაი. 

სკოლას, რომელზეც ოკუპანტებმა ძლიერი ავიაბომბა ჩააგდეს, თავს 90-მდე მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა.  

მსგავსი სიახლეები