უკრაინაში აშშ-ს პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანი სიგნალი იქნებოდა - ზელენსკი

08.05.22 09:33
უკრაინაში აშშ-ს პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანი სიგნალი იქნებოდა - ზელენსკი

აშშ-ს პრეზიდენტის უკრაინაში ვიზიტი მნიშვნელოვანი სიგნალი იქნებოდა, - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელესკიმ Fox News-თან განაცხადა. 

ეს მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანიც კი...იმიტომ, რომ ჩვენი აზრით, ჩვენს საზოგადოებაში ბაიდენი უდიდესი დემოკრატიული ცივილიზაციის პრეზიდენტია, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი თავად ბაიდენისთისაც სასარგებლო იქნებოდა. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნით ადრე უკრაინაში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ჩავიდა. 

 

 

მსგავსი სიახლეები