დიდი ბრიტანეთი უკრაინას 1.6 მლრდ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას მიაწვდის
დიდი ბრიტანეთი უკრაინას 1.6 მლრდ დოლარის სამხედრო დახმარებას მიაწვდის. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ ეს ავღანეთის და ერაყის ომებიდან მოყოლებული დიდი ბრიტანეთის მიერ გაწეული სამხედრო დახმარების ყველაზე დიდი ხარჯი იქნება.
ჯონსონმა ასევე აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინის სასტიკი თავდასხმა მრავალრიცხოვან ნგრევას არა მარტო უკრაინაში იწვევს, არამედ საფრთხეს შემცველია სრულიად მსოფილოსთვის.
თვის ბოლოს ბორის ჯონსონი თავდაცვის წამყვან კომპანიებთან შეხვედრას გამართავს, რათა უკრაინის მოთხოვნასთან მიმართებაში წარმოების გაზრდის საკითხი განიხილოს.