უკრაინასთან ომის თითოეული დღე რუსეთს 900 მლნ დოლარი უჯდება

08.05.22 10:29
უკრაინასთან ომის თითოეული დღე რუსეთს 900 მლნ დოლარი უჯდება

უკრაინასთან ომის ყოველი დღე რუსეთს 900 მლნ დოლარი უჯდება. ინფორმაციას  Newsweek ავრცელებს. 

ხარჯებში რუსი ჯარისკაცების ანაზღაურება, საბრძოლო მასალების წარმოება და დაზიანებული ტექნიკის შეკეთებაა გათვლილი. 

რუსეთმა ასევე, იმ ათასი ერთეული კრიტიკულად მნიშნელოვანი იარაღის და მფრინავი რაკეტების საფასური უნდა გადაიხადოს, რომლებიც  ომის დროს გაუშვა. თითოეულის ღირებულება კი 1.5 მლნ დოლარს შეადგენს. 

ერთ-ერთი გამოძიების თანახმად, რუსეთს უკრაინაზე თავდასხმა 7მლრდ დოლარი დაუჯდა. 

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსეთი დამანგრეველი სანქციების გავლენას უახლოეს 9 წლის განმავლობაში იგრძნობს. მათი აზრით, რუბლის კურსის დაცემა რუსეთს ფედერაცია 30 წლით უკან დახევს,  ოკუპანტი ქვეყნის სიცოცხლის მაჩვენებელი კი უახლოესი 5 წლის განმავლობაშ დაიკლებს.