თავი ჯოჯოხეთურ რეალითი შოუში მგონია - მარიუპოლის მცველის ემოციური წერილი "აზოვსტალიდან"

08.05.22 11:19
თავი ჯოჯოხეთურ რეალითი შოუში მგონია - მარიუპოლის მცველის ემოციური წერილი "აზოვსტალიდან"

მარიუპოლის მცველი "აზოვის" ბატალიონის 36 ბრიგადის მეთაური სოციალურ ქსელში სულისშემძვრელ წერილს აქვეყნებს. სერგეი ვოლინა მარიუპოლის უკანასკნელი ბასტიონიდან სამხედროების გაყვანას ითხოვს და ამბობს, რომ თითოეული მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია დაღუპულ და დაჭრილ სამხედრობს ნიშნავს. მისი თქმით, ის რაც 'აზოვსტალში" ხდება ჯოჯოხეთურ რეალითი შოუს ჰგავს. 

რას ვგრძნობ? თავი რაღაც ჯოჯოხეთურ რეალითი შოუში მგონია, სადაც სამხედროების სიცოცხლისთვის ვიბრძვით. გადარჩენის ყველა შანსს ვიყენებთ და მთელი მსოფლიო უბრალოდ გვიყურებს. ასეთ სცენარებს იყენებენ ფილმებსა და სერიალებში. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ეს ფილმი არ არის და ჩვენ არ ვართ გამოგონილი პერსობაჟები. ეს არის ნამდვილი ცხოვრება, ტკივილი, ტანჯვა, შიმშლი, წამება, ცრემლი, შიში, სიკვდილი. ყველაფერი ნამდვილია. რა მაკვირვებს? ცინიზმი. ადამიანის ცინიზმს საზღვარი არ აქვს. არსებობს საერთო წესები, ისინი ყველასთვის ერთნაირია. დამოწმებულია კანონების, ხელმოწერების და შტამპების ბუკეტი, მაგრამ არ მუშაობს. მაშნ რატომ სჭირდებათ ისინი? რისი იმედი მაქვს? სასწაულის! რომ უმაღლესი ძალები იპოვიან ჩვენს საშველს და დასრულდება ეს ჯოჯოხეთი რეალითი შოუ. უმაღლესო ძალებო, ველოდებით თქვენი ქმედებების შედეგებს! დრო მიდის, დრო კი ჩვენი ცხოვრებაა. თეთრი დროშები, სამოქალაქო პირების ევაკუაციისთის უკვე მეოთხედ გამოიყენება. ბოლო ევაკუაციის ფასი 3 დაღუპული და 6 დაჭრილი სამხედროა. მარიუპოლის გარნიზონმა ყველაფერი გააკეთა მშვიდობიანი მოსახლეობის გადასარჩენად. ყველას ვთხოვთ, მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინოს სამხედროების ევაკუაციისთვის, - წერს ვოლინა "ფეისბუქზე". 

მსგავსი სიახლეები