"მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ომი!" - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

08.05.22 13:41
"მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს  ომი!" - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რუსეთს ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. კიევში ვიზიტის შემდეგ  ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადენომ გებრევიუსი უკრაინას გვერდში დგომას ჰპირდება და ქვეყნის ჯანდაცვის სერვისების აღდგენაში დახმარებას აღუთქვამს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსეთის საერთაშორისო კანონმდებლობას უხეშად არღევს, როდესაც საავადმყოფოებს,ს ამედიცინო პერსონალს და პაციენტებს ბომბავს.

ჩემი გზავნილი უკრაინელი ხალხისთვის არის ის ,რ ომ ჯანმო თქვენს გვერდით დგას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთის, რომ მხარი დავუჭიროთ მთავრობას დაშავებულების მკურნალობაში, ჯანდაცვის სერვისების შესანარჩუნებლად და უკრაინის ჯანდაცვის სისტემების შეკეთებასა გაძლიერებაში, მაგრამ არსებობს ერთი წამალი, რომელიც ჯანმოს არ შეუძლია და რომელიც უკრაინას სხვაზე მეტად სჭირდება: ეს არის მშვიდობა. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ეს ომი, - განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა. 

მსგავსი სიახლეები