წამება ელექტრო სკამზე - რუსი სამხედროების მორიგი სისასტიკე

08.05.22 15:19
წამება ელექტრო სკამზე - რუსი სამხედროების მორიგი სისასტიკე

პუტინის დანაყოფები უკრაინის მოქალაქეებს ელექტრო სკამზე აწამებენ. შემზარავი ამბის დამადასტურებელ ფაქტებს უკრაინის სახალხო დამცველი ასაჯაროებს.

ლუდმილა დენისოვას ინფორმაციით, მარიუპოლის  მახლობლად ოკუპანტებმა სოფლის საბჭოს წარმომადგენელი შეიპყრეს, ფილტრაციის შემდეგ მას თავზე ჩანთა ჩამოაცვეს, ხელები შეუკრეს და გაურკვეველი მიმართულებით გაგზავნეს. 5 საათიანი დაკითხვის და ცემის შემდეგ, მძევალი ელექტრო სკამზე დასვეს. მეორე დღეს ის დონეცკის წინასწარი დაკავების იზოლატროში გადაიყვანეს, შემდეგ კი გამოსასწორებელ კოლონიაში მოათავსეს, სადაც სრული ანტისანიტარია იყო. 

ოფიციალური კიევი რუსი სამხედრო დამნაშავეებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას ითხოვს. 

მსგავსი სიახლეები