ჩვენ არ გვჭირდება ქება, ჩვენ გვჭირდება დახმარება - "აზოვის" პოლკი

08.05.22 17:52
ჩვენ არ გვჭირდება ქება, ჩვენ გვჭირდება დახმარება - "აზოვის" პოლკი

დარჩნენ თუ არა "აზოვსტალში" მშვიდობიანი მოქალაქეები - "აზოვის" პოლკი ინფორმაციას ვერ ადასტურებს. სტრატეგიულ ობიექტს რუსი ოკუაპნტები ამ წუთებშიც უტევენ. მარიუპოლის მცველებს დღეში 150 რაკეტის მოგერიება უწევთ. 

ცოტა ხნის წინ მარიუპოლში სამხედრო გარნიზონში პრესკონფერენცია ჩატარდა. მათი განცხადებით, რუსული ავიადარტყმების 50% ბლოკირებულ ქალაქზე მოდიოდა. მათივე ცნობით, მარიუპოლში 25 ათასი ადამიანი დაიღუპა, რომლის ძირითადი ნაწილი მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ."ჩვენ არ გვჭირდება ქება, ჩვენ გვჭირდება დახმარება!" - განაცხადა "აზოვის" ბატალიონმა.

გავანადგურეთ 25 ათასზე მეტი რუსი სამხედრო, დავჭერით 500-ზე მეტი ჯარისკაცი. ჩვენ ასევე გავანდგურეთ 60-ზე მეტი ტანკი. ეს არის მტრის დანაკარგების 10%-ზე მეტი მთელი ქვეყნის მასშტაბით. თთქმის იგივე სიტუაციაა ჯავშანტრასპორტთან და საარტილიერიო სისტემებთან დკაავშირებითაც. მარიუპოლზე მოდიოდა რუსეთის ფედერაციის ყველა დარტყმის დაახლოებით 50%, 150 ავიაერიშ დღეში და ჩვენ გვქონდა ნულოვანი მხარდაჭერა, არც საჰაერო, არც სახმელეთო და არც საარტილერიო მხარადჭერა არ გვქონია. ამ დროისთვის "აზოვსტალის" ქარხნის ინტენსიური დაბომბვა მიმდინარეობს. მხოლდო ღამის განმავლობაშ ჩვენ დავთვალეთ 25-ზე მეტი შეტევა ქარხანაზე, მათ შორის, 3 სატრატეგიული ბომბდამშენიდან. ჩვენ მივეცით მთელი საკვები და წყალი ქარხანაში მყოფ მშვიდობიან მოსახლეობას. ისინი გადაიყვანეს უსაფრთხო ბუნკერებში, მაგრამ მტერი მუდმივად ბომბავდა მათ თვითმფრინაით. ჩვენ არ გვჭრდება ქება, ჩვენ გვჭირდება დახმარება. ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს ბევრი დაჭრილი, რომლებსაც ევაკუაცია ესაჭიროებათ. შეუძლებელია იმის დადასტურება, რომ ყველა სამოქალაქო პირმა დატოვა "აზოვსტალი" , რადგან არ ვიცით, რა ხდება ნანგრევებში. ტერიტორიის შემოწმება ჯერ შეუძლებელია, - განაცხადა "აზოვის" პოლკის მეთაურის მოადგილემ სვიატოსლავ პალამარმა. 

 

 

მსგავსი სიახლეები