"ცხედრები იხრწნება და გარშემო ყველაფერს წამლავს" - "აზოვი" ქარხნის ტერიტორიიდან ცხედრების გატანას ითხოვს
"აზოვის" პოლკის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარი "აზოვსტალში" არსებულ ვითარების "კატასტროფულს" უწოდებს. მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები მედიკამენტების და ქირურგიული ინსტრუმენტების უქონლობის გამო იღუპებიან. ისინი, ვინც ჯერ კიდევ ციცხალია, დღეში ერთხელ იკვებება, ან სულაც საკვების გარეშე რჩება.
მარიუპოლის მცველი ასევე ფოლადის ქარხნის ტერიტორიიდან ცხედრების გატანის საჭიროებაზე საუბრობს და ამბობს, რომ გვამები იხრწნება და გარშემო ყველაფერს წამლავს.
ძალიან მძიმე ვითარებაა. ცეცხლის შეწყვეტა არ ხდება. მოვახერხებთ თუ არა დღეს დაჭრილების გაყვანას, უცნობია. რაღაც მოლაპარაკებები გრძელდება. შესრულდება თუ არა შეთანხმებები რთული სათქმელია.
რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს დაჭრილების ევაკუაცია. ბევრი დაღუპულია და დაჭრილი გვყავს.ჩვენ არ გვაქვს ქირურგიული ინსტრუმენტები. არ გვაქვს საშუალება კვალიფიციური დახმარება გავუწიოთ.
დაღუპულთა რიცხვს არ დავასახელებ. მერწმუნეთ, საუბარია ასობით უკრაინელ მეომარზე. დაჭრილია 600-მდე ადამიანი, მაგრამ ეს ციფრი ყოველდღიურად იზრდება, ისევე, როგორც დაღუპულტა რიცხვი.
ჩვენი სამხედროები მძიმე ჭრილობების გამო ყოველდღიურად იღუპებიან. ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ანტიბიოტიკი, გადასახვევი ბინტები, არგვაქვს სუფთა ჰაერი...ჩენს ჰოსპიტალს ბომბავენ.
ბევრი გვყავს კანტუზიით. ბევრი უშუალოდ დაბომბვის შედეგად დაგვეღუპა. სიტუაცია კატასტროფულია...
ვთვლი, რომ რუსულმა მხარემ თავისი ჯარისკაცების ცხედრები უნდა წაიღოს. ამისთვის საჭიროა ცეხლის შეწყვეტა და ორმხრივი მოლაპარაკებები იმის თაობაზე, რომ ცხედრები გაიტანონ. ახლა გარეთ თბილა. ცხედრები იხრწნება და გარშემო ყველაფერს წამლავს, - განაცხადა პალამარმა.
„აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ“აზოვსტალში“ სამხედროები უშუალოდ ინფექციური განგრენებისგან იღუპებიან. საველე ჰოსპიტალში ანტიბიოტიკის დეფიციტია და ამპუტაციებს ვერ ატარებენ.
პალამარი ასევე ამბობს, რომ მარიუპოლის მცველებს დახმარებს არაერთხელ დაპირდნენ, თუმცა მას შემდეგ არაფერი შეცვლილა.
ყველაზე ცინიკური ისაა, რომ გვპირდებიან, „ბიჭებო, მარტის შუა რიცხვებამდე გაძელით და მერე დაგეხმარებით“ და არაფერი...“აპრილამდე გაუძელით და ყველაფერი კარგად იქნება“... ისევ არაფერი..,- ამბობს პალამარი.
მარიუპოლის მცველის თქმით, სამხედროები ზოგჯერ დღეში ერთხელ იკვებებიან ან სულაც საკვების გარეშე რჩებიან.
ვიზოგავთ რაც გვაქვს, ვიყოფთ. წლის ცოტა მარაგი ჯერ კიდევ გვაქვს. ამასთან, ტექნიკური წყალიც გვაქვს, რომელსაც ვადუღებთ და ვსვამთ, - ამბობს პალამარი.