ავიაერიში შიპოლოვოზე - ნანგრევების ქვეშ მოყოლილ 11 ადამიანთან კავშირი გაწყდა
ავიაერიში შიპოლოვოზე - ნანგრევების ქვეშ მოყოლილ 11 ადამიანთან კავშირი გაწყდა. მუდმივი დაბომბვების გამო მაშველები ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა ვერ ახერხებენ. ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.
11 ადამიანი, რომლებიცთავს შიპილოვოს ერთ-ერთი შენობის სარდაფს აფარებდნენ, კონტაქტზე აღარ გამოდის. მეხანძრე ბრიგადები სამაშველო ოპერაციას იქამდე ატარებდნენ, ვიდრე ამის საშუალება სუაფრთხოება იძლეოდა, თუმცა რუსები მშვიდობიან მოქალაქეებზე იერიშებს არ წყვეტენ. სეუძლებელია ნანგრევების გაწმენდა ბელოგოროვკაში და შიპილოვოში. 8 მაისს მათ ლუგანსკის მოსახლეობას 25-ჯერ შეუტიეს, - ამბობს სერგეი გაიდაი.
შეგახსენებთ, რომ 8 მაისს ოკუაპნტებმა სოფელი შიპილოვო დაბომბეს. დაინგრა სახლი, რომლის სარდაფსაც თავ 11 მოქალაქე აფარებდა.