რუსეთმა შესაძლოა, ოდესას შეუტიოს - ოკუპანტებმა შავ ზღვაში 6 ხომალდი და 2 წყალქვეშა ნავი განათავსეს

რუსეთი ოდესაზე თავდასხმისთვის ემზადება. ოკუპანტებმა შავ ზღვაში ქალაქის სანაპიროსთან 6 ხომალდი და 2 წყალქვეშა ნავი განათავსა. უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოწუოდებს.
შავ ზღვაში უკრაინის სანაპიროსთან მტერმა 6 ხომალდი და 2 წყალქვეშა ნავი განათავსა. ყველა მათგანი ზმადყოფნაშია სარაკეტო დარტყმის განხორციელებისთვის და აღჭურვილი არიან 50-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტით. ნუ შექ~უქმნით საკუთარ თავს საფრთხეს, მიჰყევით საჰაერო თავდასხმის განგაშის ალგორითმს, არ მიუახლოვდეთ საეჭვო ობიექტებს დას შეზღუდულ ტერიტორიებს სანაპიროსა და სასაზღვრო ზონებში. ენეთ მხოლოდ ინფორმაციის ოფიციალურ სანდო წყაროებს, - განაცხადეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.