რუსეთის ჯარებმა შესაძლოა, კიევზე თავდასხმა გაიმეორონ - არესტოვიჩი

09.05.22 11:31
რუსეთის ჯარებმა შესაძლოა,  კიევზე თავდასხმა გაიმეორონ - არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ოლექსე არესტოვიჩი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა შესაძლოა, კიევსა და მის შემოგარენზე შეტევა განაახლოს. მისი თქმით, რუსეთს მობილიზებისთვის დიდი ჰქონდა, რადგან დასავლეთმა უკრაინის იარაღის მიწოდება გააჭიანურა. 

რუსეთის ჯარებმა, შესაძლოა, გაიმეორონ კიევზე თავდასხმა და ახალი შეტევა შესაძლოა, პროვოცირებული იყოს დასავლელი პარტნიორებისგან უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ნელი ტემპით. სამხედრო დახმარების პაკეტს კენჭი ეყრება მაისში, სანამ ეს არ მოხდება, იარაღი არ იქნება. ეს დროის ამბავია, რუსეთმა კი ეს დრო შესაძლოა, მობილიზებისთვის გამოიყენოს. დიდი ალბათობით ფარული ნაწილობრივი მობილიზაცია უკვე მიმდინარეობს,ა მიტომ მომდევნო შეტევა კიევზე, ჩერნიგოვზე, სუმზე, ასეთი ტემპით ყველაფერი შესაძლებელია, - განახცადა არესტოვიჩმა.