ტირანიის წინააღმდეგ ყველამ უნდა იბრძოლოს - ზელენსკი
იმ ფონზე, რომ რუსეთი უკრაინის დროებით ოკუპოირებულ ქალაქებში 9 მაისი აღნიშვნავს გეგმავს, ვოლოდიმირ ზელენსკი ტირანიაზე გამარჯვების იმედს არ ჰკარგავს. უკრაინის პრეზიდენტი მსოფლიოს მოუწოდებს, რუსეთის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. მისი თქმით, საჭიროა უკრაინის დახმარება აიარაღით და ასევე, მნიშვნელოვანია, იმ კომპანიების გამოვლენა, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.
ჩვენი ხალხი ყოველ დღე ხედავს იმას, რაც შორეულ წარსულში უნდა დარჩენილიყო. ის, რაც 77 წლის შემდეგ ევროპაში არ უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ვაცხადებ, დაბრუნდა. როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს თავისუფლების ბედი ახლა წყდება ბრძოლის ველზე, ამიტომ უკრაინამ უნდა მიიღოს ყველა ის იარაღი და თავდაცვითი აღჭურვილობა, რომელიც მას ტირანიის დამარცხების საშუალებას მისცემს. იარაღი რომ გვქონდეს, ბევრი ადამიანის გადარჩენას შევძლებდით, ყველა იმ ქალაქსა და თემში, რომელიც რუსი ოუპანტების სამიზნე გახდა. არავითარი ექსპორტ-იმპორტი რუსეთთან სანამ რუსეთი ხარჯავს თავის გამომუშავებულ ფულს უკრაინაში და მთელ ევროპაში თავისუფლების განადგურებაზე. დემოკრატიული სამყარო პრინციპული უნდა იყოს თავის დაცვაში, უნდა ვეძებოთ გზები, რომ გავლენა მოვახდინოთ იმ პოლიტიკოსებსა და კომპანიებზე, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში. ყველამ უნდა იბრძოლოს ტირანიის წინააღმდეგ და არ მოერგოს მას, - განაცხადა ზელენსკიმ.