მარიუპოლის სამხედრო გზით განბლოკვა შეუძლებელია - ზელენსკის პასუხი "აზოვს"

"მარიუპოლის სამხედრო გზით განბლოკვა შეუძლებელია" - "აზოვის" პოლკის კრიტიკას უკრაინის პრეზიდენტი პასუხობს. ვოლოდიმირ ზელენსკის განმარტებით, ქვეყანას არ გააჩნია მძიმე ტექნიკა, რომლითაც უკრაინული არმია "აზოვსტალის" ბლოკადის გარღვევას შეძლებდა. მისი თქმით, მარიუპოლის უკანასკნელი ბასტიონის განბლოკვა ახლა მხოლოდ დიპლომატიური გზით არის შესაძლებელი, რომელშიც კონკრეტული ქვყენები არიან ჩართულები.
„აზოვსტალის“ ტერიტორიიდან სამხედროების გამოყვანისთვის მომლაპარაკებლები მოწვეულები არიან თურქეთიდან, ისრაელიდან და შვეიცარიიდან, თუმცა საკითხის მოგვარებას ასევე ცდილობენ საფრანგეთი, გაერო და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი. სამხედრო გზით ქალაქ მარიუპოლის განბლოკვა შეუძლებელია. დღეს ეს შეუძლებელია, ჩვენ ღიად ვისაუბრეთ ამაზე. უკრაინას არ აქვს ისეთი მძიმე იარაღი, რომ მარიუპოლი სამხედრო გზით განბლოკოს. დიპლომატიურმა გზამ გამოიწვია ის, რომ ეს მშვიდობიანი მოქალაქეები გამოიყვანეს ბლოკირებული „აზოვსტალის“ ქარხნიდან. რუს სამხედროებს, რუსულ არმიას, არმიის ხელმძღვანელობას და რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას არ სურთ ჩენი სამხედროების გათავისუფლება. რუსეთი ცვლის სამხედროებს მხოლოდ იმ შემეთხვევაში, თუ ისინი ტყვეები არიან. აი, ასეთი სიტუაციაა. ეს არის რუსეთის ფედერაციის პასუხის, სხვა პასუხები არ არსებობს, - განაცხადა ზელენსკიმ.
მარიუპოლის მცველებმა უკრაინის ხელისუფლება უყურადღებობაში დაადანაშაულეს. უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფმა "აზოვის" პოლკმა საკუთარი ქვეყნის მთავრობას და ასევე მსოფლიოს დახმარება არაერთხელ სთხოვა.