ოკუპანტებმა ოდესას შეუტიეს - ქალაქი Оникс-ის ტიპის რაკეტებით იცხრილება

რუსმა აგრესორებმა ოდესას შეუტიეს - ქალაქს Оникс--ის ტიპის რაკეტებით ბომბავენ. საარტილერიო თავდასხმები რუსეთის მიერ დაპყრობილი ყირიმიდან ხორციელდება.
როგორც ოდესის მერიაში განმარტავენ, ქალაქში რუსებმა 4 რაკეტა გაუშვეს, ანადგურებენ ინფრასტრუქტურას და მოსახლეობაზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ.
დიდია ალბათობა, რომ სარაკეტო თავდასხმები გაგრძელდება. არ უგულებელჰყოთ საშიშროების შესახებ შეტყობინება. იყავით ყურადღებით და ფრთხილად! - აცხადებენ ქალაქის საბჭოში.
ოკუპანტები ოდესაში 8 მაისს შეიჭრნენ, მათ ქალაქის ახლომახლო ტერიტორიები ჭურვებით დაბომბეს, დანგრეულია სარესტორნო-სასტუმრო კომპლექსი, აგრეთვე, კომუნალური ინფრასტრუქტურა.