"რუსეთმა აგრესია პრევენციულად უკუაგდო" - პუტინი თავს იმართლებს

პუტინის თავის მართლების რეჟიმშია. 9 მაისის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს დიქტატორი უკრაინაში შეჭრის თემასაც შეეხო და თქვა, რომ ეს იძულებითი და პრევენციული ღონისძიება იყო, რადგან უკრაინა ყირიმში შესაჭრელად ემზადებოდა.
თქვენ, რუსეთის სამხედრო ძალები დონბასში ჩვენი მოსალხეობისა და სამშობლოს უსაფრთხოებისთვის თქვენს მიწაზე იბრძვით. გასულ დეკემბერს ჩვენ დასავლეთს უსაფრთხოების გარანტიის შეთანხმების გაფორმება შევთავაზეთ, თუმცა ამაოდ. ნატოს ქვეყნებს ჩვენი მოსმენა არ სურთ. ღიად მიმდინარეობდა მომზადება სადამსჯელო ოპერაციისთვის, ჩვენს ისტორიულ მიწებზე მათ შორის, ყირიმში შეჭრის მზადება. ამის შედეგად იქმნებოდა ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი საფრთხე, თანაც პირდაპირ ჩვენს საზღვრებთან, ნეონაცისტებთან შეტაკება გარდაუვალი იყო.
რუსეთმა აგრესია პრევენციულად უკუაგდო. ეს იყო იძულებითი, დროული და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, სუვერენული, ძლიერი, დამოუკიდებელი ქვეყნის გადაწყვეტილება, - განაცხადა პუტინმა.