მალე უკრაინაში 2 გამარჯვების დღე იქნება და ვიღაცას არ დარჩება არცერთი - ზელენსკი

09.05.22 13:33
მალე უკრაინაში 2 გამარჯვების დღე იქნება და ვიღაცას არ დარჩება არცერთი - ზელენსკი

იმ ფონზე, როდესაც უკრაინის დროებით ოკუპირებულ ქალაქებში ვლადიმერ პუტინი 9 მაისის დღესასწაულს აღნიშნავს, ვოლოდიმირ ზელენსკი კიევის ქუჩებიდან მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინა მალე ორ გამარჯვების დღეს იზეიმებს და დიქტატორს აღსანიშნავი აღარაფერი ექნება. 

ჩვენ ვიბრძვით ჩვენი შვილების თავისუფლებისთვის და ამიტომ გავიმარჯვებთ, ჩვენ არასდროს დავივიწყებთ იმას, რაც ჩვენმა წინაპრებმა გააკეთეს მეორე მსოფლიო ომში, რომელშიც 8 მილიონზე მეტი უკრაინელი დაიღუპა. მალე უკრაინაში იქნება 2 გამარჯვების დღე და ვიღაცას არ დარჩება არც ერთი. მაშინ მოვიგეთ, ჩვენ ახლა გავიმარჯვებთ და ხრესჩატიკი იხილავს გამარჯვების აღლუმს, უკრაინის გამარჯვებას, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

მსგავსი სიახლეები