რუსებმა უკრაინის ოკუპირებულ ქალაქებში საბჭოთა დროშებით აღლუმი მოაწყვეს

რუსმა აგრესორებმა უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში, ხერსონში, სკადოვსკასა და ენერგოდარში, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით აღლუმი მოაწყვეს და ,,უკვდავი პოლკის" ღონისძიებები ჩაატარეს. ინფორმაციას სააგენტო РИА Новости ავრცელებს.
სააგენტომ გაავრცელა კადრები, როგორ ჩატარდა ,,უკვდავი პოლკის" ღონისძიება ქალაქ ხერსონში. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებისთვის ხალხი ყირიმიდან ჩამოიყვანეს, რათა ხალხმრავლობა რუსულ პროპაგანდისტულ გამოცემებს გადაეღოთ.
ქალაქ ენერგოდარში ცენტრში დამონტჟებულ ეკრანზე მთელი დღის განმავლობაში მოსკოვში ჩატარებულ აღლუმს აჩვენებენ.