რად უნდოდათ, სამარცხვინოა, დებილიზმია - რუსეთში ხელისუფლებას 9 მაისის აღლუმის გამო აკრიტიკებენ

09.05.22 14:48
რად უნდოდათ, სამარცხვინოა, დებილიზმია - რუსეთში ხელისუფლებას 9 მაისის აღლუმის გამო აკრიტიკებენ

რუსეთის მოქალაქეები 9 მაისის აღლუმით უკმაყოფილო არიან და ყველაფერში უკრაინას ადანაშაულებენ- ამის შესახებ ცნობილი უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ განხორციელებული მოსმენების შედეგად გახდა.

უშიშროების სამსახურის მიერ მოპოვებული მასალების მიხედვით, რუსები 9 მაისის აღლუმს სამარცხვინოდ თვლიან და აკრიტიკებენ უკრაინას იმის გამო, რომ სანქციების წყალობით მათ სამუშაოს პერსპექტივა დაკარგეს. 

უკრაინის უშიშროების სამსახური სატელეფონო მოსმენების ამონარიდებს აქვეყნებს.

მოქალაქეების უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ ეკონომიკური დესტაბილიზაციასა და სამხედრო წარუმატებლობაში დამნაშავეა უკრაინა, რომელმაც რუსულ არმიას მედგარი და სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია.

არ ვიცი, რად უნდოდათ ეს აღლუმი, სამარცხვინოა, არავის აქვს მისი განწყობა, ეს დებილიზმია. ყველა პანიკაშია, მოწყენილები, მოკლედ რომ ვთქვათ, ერთი დიდი სირო..აა. 

წვავთ ხომ მწვადებს ხახოლებთან ერთად? შეუტიეთ მათ ქალაქებს, გაჟლიტეთ ეს არამზადები!- აცხადებენ რუსეთის მოქალაქეები სატელეფონო საუბრებში.

ცოტა ხნის წინ უკრაინის უშიშროების სამსახური მოხსენებაში წერდა, რომ რუსი სამხედროები თავისუფალ დროს გათიშვამდე სვამენ, ესვრიან ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღებიდან და მოროდიორობენ.

 

მსგავსი სიახლეები