"ხელების მოჭრით ემუქრებოდნენ" - როგორ აწამებდნენ ოკუპანტები უკრაინელ ტყვეებს

09.05.22 15:02
"ხელების მოჭრით  ემუქრებოდნენ" - როგორ აწამებდნენ ოკუპანტები უკრაინელ ტყვეებს

უკრაინელ სამხედროებს, რომლებმაც რუსებით ტყვეობას თავი დააღწიეს, ფსიქოლოგიური დახმარება ესაჭიროებათ. ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველი აცხადებს. ირკვევა, რომ ტყვედ ჩავარდნილებს ოკუპანტები ხელების და თითების მოჭრით ემუქრებოდნენ. ლუდმილა დენისოვას თქმით, მებრძოლების ნაწილი  მარიუპოლში აიყვანეს და მათ ე.წ. კადიროველები აწამებდნენ.

მათ თავზე ტომრებს აცმევდნენ, თვალებს უხვევდნენ, ხელებს მაგიდაზე უბამდნენ და ბენზოხერხს რთავდნენ. ადამიანებმა არ იცოდნენ რომელ თითს ან ხელს მოაჭრიდნენ.მათ მხოლოდ ეს საზარელი ხმა ესმოდათ, - ამბობს ომბუდსმენი. 

ლუდმილა დენისოვას ცნობით, ტყვები დონეცკის ტერიტორიაზე მიჰყავდათ, სადაც დაჭრილებს წყლის, საკვების და მედიკამენტების გარეშე ამყოფებდნენ. მისი თქმით, ორ ადამიანს, რომლებიც განსაკუთრებულად მძმე მდგომარეობაში იყვნენ, გამაყუჩებელი საშუალებაც კი არ მისცეს.

შემდეგ ეს ტყვეები როსტოვშო, კურსკში, ტაგანროგსა და ბრიანსკში მიჰყავდათ, ერთი თვის განმავლობაში მათ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ჰკითხავდა. 30 ადამიანზე დღეში მხოლოდ 1,5 წყალს გასცემდნენ. ამცირებდნენ, საპირფარეშოში არ გაჰყავდათ, - თქვა დენისოვამ.  

ომბუდსმენმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინელი ტყვეებისადმი ამგვარი დამამცირებელი დამოკიდებულებით რუსეთი ჟენევის 1949 წლის კონვენციას არღვევს.  

 

 

მსგავსი სიახლეები